03 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
"ბოინგი" 737-მაქსის ტიპის თვითმფრინავების წარმოებას ამცირებს

კომპანია ბოინგი ყველაზე გაყიდვადი - 737 მაქსის ტიპის თვითმფრინავების წარმოებას ამცირებს. აპრილიდან კომპანია თვეში, 52-ის ნაცვლად, ამ მოდელის 42 ლაინერს გამოუშვებს.

გადაწყვეტილება ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფების შემდეგ მიიღეს.

გამოძიების ვერსიით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი თვითმფრინავის მართვის სისტემაში არსებული ხარვეზი გახდა.

წარმოების შემცირების პარალელურად, არ იგეგმება თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაც.

ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737 10 მარტს ჩამოვარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები