03 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მინისტრი თანამდებობას ტოვებს

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მინისტრი კირსტენ ნილსენი თანამდებობას ტოვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” გვერდზე გაავრცელა.

აშშ-ს პრეზიდენტმა უკვე დაასახელა ნილსენის შემცვლელიც - შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობას საემიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი შეასრულებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილო იყო. სწორედ ეს უწყება თამაშობს მთავარი როლს ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის საკითხებში და პასუხისმგებელია ტრამპის მიერ შეთავაზებულ საზღვარზე უსაფრთხოების კედლის პროექტის განხორციელებაზე. 46 წლის კირსტენ ნილსენი თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

დღის ამბები