03 მაისი 2024,   00:35
ვრცლად
რუმინეთში შავი ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს

მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს რუმინეთში, სადაც შავი ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა ნაპირზე გამორიყული 130 კილოგრამზე მეტი კოკაინის შეკვრა იპოვეს. გამოძიების ვარაუდით, ის ნარკოტიკების იმ პარტიის ნაწილია, რომელიც ორი კვირის წინ სანაპირო დაცვის სამსახურმა მიტოვებულ გემზე აღმოაჩინა.

ოპერაციაში 300 პოლიციელი, ასევე მყვინთავები და ავიაცია მონაწილეობს, ძებნის არეალი კი 90-თ კილომეტრს აჭარბებს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სანაპიროზე საეჭვო შეკვრის აღმოჩენის შემთხვევაში, პოლიციას დაუკავშირდნენ.

დღის ამბები