03 მაისი 2024,   16:03
ვრცლად
ვაშინგტონი ირანის ძალოვან უწყებებს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს 

დონალდ ტრამპს ირანის ძალოვანი უწყებები უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეჰყავს. საუბარია ისლამურ რევოლუციურ გვარდიაზე და "ალ კუდსის" სპეციალური დანიშნულების ძალებზე.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ვაშინგტონი უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება საზოგადოებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააცნო. მაიკ პომპეომ განმარტა, რომ ირანი ეროვნულ გვარდიას გლობალური ტერორის კამპანიის სისრულეში მოსაყვანად იყენებს და თეირანმა უნდა იცოდეს, რომ ტერორიზმის მხარდაჭერას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი ფინანსურ ზეწოლასაც გააგრძელებს და ირანის რეჟიმი ამ უკანონო და დამღუპველი ქმედებებისთვის დიდ საფასურს გადაიხდის.

დღის ამბები