03 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
თურქეთის დედაქალაქს ოპოზიციონერი მერი ჰყავს

თურქეთის დედაქალაქს ოპოზიციონერი მერი ჰყავს - რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრი მანსურ იავაში მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მანდატის მიღების შემდეგ დედაქალაქის ახალი მერი მოსახლეობას ერთგულ სამსახურს დაპირდა.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ გასულ კვირას ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში სერიოზული მარცხი განიცადა. მათ შორის სტამბოლშიც, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ხმების რაოდენობის მიხედვით ოპოზიციონერ კონკურენტს ჩამორჩება. ოპოზიციამ მოიგო არჩევნები იზმირში, ადანაში, ანტალიასა და მერსინშიც.

დღის ამბები