03 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდება

ყაზახეთი ახალი პრეზიდენტს 9 ივნისს აირჩევს.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დაასახელა, რომელმაც თანამდებობა ნურლსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

კასიმ-ჟომარტა ტოკაევმა მოსახლეობას მიმართა და არჩევნებზე აქტივობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით მან რჩევები ქვეყნის ლიდერისგან - ნურსულთან ნაზარბაევისგან, მიიღო.

ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი. დარიგა ნაზარბაევა მუშაობას პარლამენტის სპიკერის პოსტზე გააგრძელებს.

დღის ამბები