26 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
"ქართველები ამერიკაში" - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველი ემიგრანტები ბრუკლინში ფესტივალზე დააჯილდოვეს

"ქართველები ამერიკაში" - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველი ემიგრანტები ბრუკლინში ფესტივალზე დააჯილდოვეს.

სიმბოლური პრიზი 20-მდე ქართველს გადაეცა. ფესტივალი, რომელიც უკვე წლებია შეერთებულ შტატებში იმართება, მიზნად ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერას ისახავს .

წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოდან საპატიო სტუმრებიც ჰყავდა. სოფო ბათილაშვილს სიმბოლური ჯილდო საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის გადასცეს. მომღერალმა "რუსთავი 2-ის" პროექტ "მხოლოდ ქართულით" შეძლო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ამერიკაშიც ქართული სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით გაეცოცხლებინა.

ფესტივალი "ქართველები ამერიკაში", უკვე წლებია წარმატებული ემიგრანტების ღვაწლს უკვალოდ არ ტოვებენ და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველებს აჯილდოებენ.

ეს საპატიო დიპლომი წელს საქართველოდან კიდევ ორ მუსიკოსს ერგო - ზვიად ბოლქვაძე და გიორგი სუხიტაშვილი ამერიკაში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

"ქართველები ამერიკაში" არის ფესტივალი, რომელსაც არ აქვს ასაკობრივი ან სხვა რაიმე სახის ზღვარი და ტრადიციულად ქართველების მიერ იმართება.

საქართველოდან ბრუკლინში ჩასული ქართველი მუსიკოსების კონცერტი საღამოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი აღმოჩნდა ემიგრანტებისთვის. მათ მოისმინეს ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის დუეტი, რომელიც "მხოლოდ ქართულიდან" მათთვის ნაცნობი იყო, შემდეგ კი სცენა გიორგი სუხიტაშვილს დაუთმეს და ბოლოს ყველამ ერთად იმღერა.

დღის ამბები