01 მაისი 2024,   00:46
ვრცლად
"ჩვენი პრეზიდენტის, ფაქტობრივად, ყველა გამოსვლა მიმართული არის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ" - ვახტანგ ცაგარეიშვილი

„ქურდების არჩეული პრეზიდენტი ჩემი პრეზიდენტი ვერ იქნება,“ - ასე ხსნის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, პრეზიდენტის მიღებაზე არმისვლას.

ვახტანგ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა არჩევნები ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით შეძლო.

„ჩვენი პრეზიდენტის, ფაქტობრივად, ყველა გამოსვლა მიმართული არის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 9 აპრილის ამბებზე მიდის ლაპარაკი და ამან, ფაქტობრივად, ფოლკლორის ფორმა მიიღო. 9 აპრილი დღესაც გრძელდება, სხვათა შორის, არ დამთავრებულა მაშინ,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვახტანგ ცაგარეიშვილი ზვიად გამსახურდიას დამსახურებებზე საუბრობს და გამოყოფს ერთ-ერთს, რომ საქართველო დსთ-ში არ გააწევრიანა და ამას მოჰყვა რუსეთის პასუხი - მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება და სალომე ზურაბიშვილი სწორედ რუსეთის ინტერესების გამტარებელბს უჭერდა მხარს. 

დღის ამბები