06 მაისი 2024,   14:54
ვრცლად
ვეთანხები ბატონ ბიძინას - წულუკიანი შავგულიძის მიმართ ივანიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს იზიარებს

თეა წულუკიანი ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ - იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება და მის მიერ შალვა შავგულიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს იმეორებს. თეა წულუკიანს, რომელიც პოლიტიკაში „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით, შალვა შავგულიძესთან ერთად მოვიდა, დღეს მისი დაცვა არ უცდია.

„მე ვეთანხები ბატონ ბიძინას რა თქმა უნდა იმაში, რომ ძნელია დამალო გაოცება, როდესაც ბატონ შავგულიძეს ხედავ ე.წ. „ნაცებთან“ და მოდით არავინ არ დამიწყოს იმის მტკიცება რომ „ევროსაქი“ „ნაცი“ არ არის და  „ნაცი“ „ევროსაქი“ არ არის. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური წარმოშობის, მენტალიტეტის და იდენტობის პოლიტიკური  ჯგუფი და მათთან ერთად რომ ჩვენ დღეს  ვხედავთ ბატონ შალვას, დიახ, ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ეს არის გასაოცარი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე უსაუბრია თუ არა თავად მას გირგვლიანის საქმეზე ბიძინა ივანიშვილთან, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას არ აქვს ვალდებულება მედიას ამაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე ერთ-ერთ ინტერვიუში გააკრიტიკა. ივანიშვილის განცხადებით გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების მსუბუქი სასჯელი არა მოსამართლე ლევან მურუსიძის, არამედ ადვოკატ შავგულიძის ბრალი იყო.

დღის ამბები