01 მაისი 2024,   21:51
ვრცლად
სუდანის მოსახლეობა კომენდანტის საათის მიუხედევად საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობს

სუდანის მოსახლეობა სამხედრო საბჭოს მმართველობას არ ეთანხმება და კომენდანტის საათის მიუხედევად საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობს.

უკმაყოფილო ხალხმა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობა დაიკავა, ალყაში მოაქცია და მანქანას მინები ჩაუმტვრია.

მომიტინგეების გაღიზიანება თავდაცვის მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსახლეობას მიმართა და 2 წლიანი გარდამავალი პერიოდი დააანონსა. მისი სუდანის თავდაცვის მინისტრის თქმით ქვეყნის მმართველობას სამხედრო საბჭო ჩაუდგება სათავეში და ამ საბჭოს პირადად უხელმძღვანელებს. მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი, რომელიც სუდანს 30 წელი მართავდა შინა პატიმრობაშია, დაკავებულია მისი გარემოცვა, პარლამენტი კი დათხოვნილია.

სუდანის მოსახლეობა არმიას პრეზიდენტ ბაშირის დამხობისთვის მადლობას უხდის, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქვეყანას სამოქალაქო პირები უნდა მართავდნენ. სამოქალაქო პირებისთვის ხელისუფლების გადაბარებისკენ სამხედროებს ევროკავშირმაც მოუწოდა.

დღის ამბები