02 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
ილონ მასკის კომპანიის ხომალდი "Falcon Heavy“ პირველ კომერციულ ექსპედიციაში გაემგზავრა

ილონ მასკის კომპანიის ხომალდი "Falcon Heavy“ პირველ კომერციულ ექსპედიციაში გაემგზავრა. რაკეტა ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. მან ორბიტაზე არაბული კომპანიის თანამგზავრი გაიტანა.

"Falcon Heavy“ -ის პირველი კომერციული ექსპედიცია იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ორბიტაზე გაყვანის შემდეგ მისი სამივე ქვედა განყოფილება დედამიწაზე წარმატებით პირველად დაეშვა.  

"Falcon Heavy“ -ის სატესტო ექსპედიცია 2018 წელს შედგა. მაშინ რაკეტა კოსმოსში ილონ მასკის წითელ ტესლასთან ერთად გაუშვეს.

დღის ამბები