01 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
ზვიად კუპრავას საქმე - პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე, მოსამართლე ლაშა თავართქილაძე დაკითხეს 

ზვიად კუპრავას პროცესზე დღეს ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ კუპრავას ქმედება მას დანაშაულად არ მიუჩნევია და შესაბამისად პოლიციისთვის შეტყობინებაც არ გაუკეთებია.

ბრალდების მოწმეების ჩვენების შემდეგ დაცვის მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კუპრავას საქმეში რომელიც ე.წ. სასადილოს ეპიზოდის სახელწოდებით არის ცნობილი დანაშაული არ იკვეთება და შესაბამისად ზვიად კუპრავა უნდა გათავისუფლდეს.

„დაიკითხა დღეს მთავარი მოწმე ასე რომ ვთქვათ, განსახილველი სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, ეს არის მოსამართლე ბატონი ლაშა თავართქილაძე, რომელმაც თავისივე ჩვენებაში აღიარა , რომ მას არანაირი შეტყობინება პოლიციაში არ გაუკეთებია, მას არ მიუჩნევია ეს ზოგად დანაშაულად და შესაბამისად დღევანდელ დღეს წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მთლიანად თავდაყირა დააყენა მისმა ჩვენებამ, რაც ვფიქრობ, რომ უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი," - განაცხადა ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამ.

დღის ამბები