01 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
"ოჯახის მარჩენალი, ავადმყოფი შვილი არის ციხეში" - ზესტაფონში დაკავებულის დედა, შვილის ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს

კრიმინალური ავტორიტეტისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი ბრალდებულის ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს. დაკავებულის დედის თქმით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულს კრიმინალურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

„არ არის ნარკომანი. ვიღაც მისულა. ეს იყო ნასვამი. უთქვამს, მომეხმარეო, ამას უთქვამს რაღაც... ამ სიმთვრალის გამო, რაღაც დაილაპარაკა. დამიჭირეს შვილი, ოჯახის მარჩენალი, ავადმყოფი შვილი არის ციხეში. გამწარებული ვარ. იკითხეთ მთელ სოფელში. თუ ჩემს შვილზე ვინმე იმას იტყვის, რომ ან კრიმინალია, ან ქურდია, ან ყაჩაღია, ან ნარკომანია, გადავისხამ ბენზინს და თავს დავიწვავ,“ - განაცხადა დაკავებულის დედამ.

პოლიციამ ბრალდებული ზესტაფონში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთ მეწარმეს ქურდული გარჩევის გზით, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები