01 მაისი 2024,   23:21
ვრცლად
შეტევა აჭარის ტელევიზიის დირექტორზე - ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის საკითხზე განმარტებას აკეთებს

აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორზე შეტევა დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს ხუთიდან ორმა წევრმა, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით, დაბალანსებული და ნეიტრალური სატელევიზიო პოლიტიკის მქონე არხია.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ჯერჯერობით არ საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც საბჭოს წევრებმა მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს.

კაპანაძის თქმით, მისი დირექტორობის პერიოდში ტელევიზიის მუშაობა მაუწყებლის შესახებ კანონზე იყო დაფუძნებული. მისი განცხადებით, არხი იგივე სტანდარტებით გააგრძელებს მუშაობას.

ნათია კაპანაძე-ის სურათის შედეგი„ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი, რომ ჩვენი მუშაობა დაფუძნებული იყო საზოგადოებრივ ინტერესებზე, კანონზე, რომელიც არის მაუწყებლობის შესახებ. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან ეს არის მთელი გუნდის შედეგი, რადგან ეს არის ძვირფასი შედეგი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.

"ცხადია, ნებისმიერი საკითხი არის პროცესი, ღია და გამჭვირვალე პროცესი, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდებით შედეგს, რომელიც აქვს აჭარის მაუწყებელს, როგორც საზოგადოებრივ ტელევიზიას. ცხადია, ყველა საკითხი, რაც უკავშირდება დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, არის პოლიტიკის ნაწილიც. ცხადია, რომ პროცესები, რაც დამოუკიდებელი არხის ირგვლივ ვითარდება, არის მაღალი საჯარო ინტერესი და სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა საკითხები,“ - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ტელევიზიაზე გავლენის მოპოვება უნდა და შტურმი დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვინც აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი მოითხოვა, საბჭოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. პარტიაში ამბობენ, რომ არ იზიარებენ მათი წარდგენილი წევრის პოზიციას და მზად არიან, მისი მრჩეველთა საბჭოდან გამოწვევის პროცედურა დაიწყონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები