04 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
ტაქსის მძღოლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ

ტაქსის მძღოლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ მათ სახლებს უთვალთვალებენ, ადგილი აქვს ზეწოლის და დაშინების ფაქტებს. 

საინიციატივო ჯგუფის წევრები სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მძღოლები ასევე კახა კალაძესთან დაგეგმილი შეხვედრის გაურკვეველი მიზეზებით ჩაშლის შესახებ საუბრობენ და ახალ აქციას პარლამენტის წინ 18 აპრილს აანონსებენ.

„ჩვენი აქტივისტები დააკავეს გაურკვეველი მიზეზების გამო და გადაყვანილები იყვნენ სხვადასხვა განყოფილებაში. დღესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა. მოვთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გახარიას, რომ კონკრეტულად აგვიხსნას ეს ფაქტები და გააკეთოს განმარტება, რატომ ხდება ჩვენზე ზეწოლა,“ - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ვალერი ქადაგიშვილმა.

 

დღის ამბები