02 მაისი 2024,   20:27
ვრცლად
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფელი მეორე ქესალო - ადგილობრივებს დავით ბაქრაძე და აჰმედ იმამკულიევი შეხვდნენ 

მარნეულის რაიონის სოფელი მეორე ქესალო დღემდე ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს. მოსახლეობამ თავად შეკრიბა ბუნებრივი აირის შემოყვანის თანხა, გაიყვანა მილებიც, მაგრამ გაზი დღემდე არ არის გაშვებული.

ადგილობრივებს „ევროპული საქართველოს" ლიდერი და მარნეულის მერობის კანდიდატი შეხვდნენ. დავით ბაქრაძესთან და აჰმედ იმამკულიევთან საუბარში მოსახლეობას სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ. სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებს.

„არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ მოდიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ჩვენ გაზიფიკაციას გავაკეთებთ მთელს სოფელში, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც კი არ არსებობს ამ სოფელში გაზი“ - განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

„არავინ, არც ადგილობრივ დონეზე, არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ადამიანებს არ აქცევს ყურადღებას, არ უგვარებს პრობლემებს და არ ეხმარება რომ მათ მოაგვარონ წყლის, გაზის, გზების და სხვა ძირითადი პრობლემები. ამიტომ, გამოსავალი ამ ყველაფრიდან, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების შეცვლაში. თითოეულმა მარნეულელმა უნდა იცოდეს, რომ მომავალი მერის არჩევნები, ეს არის მათი საშუალება შეცვალონ ცხოვრება უკეთესისკენ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

დღის ამბები