26 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
რეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი - ვოლსკი მოსამართლეების შესახებ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნაზე 

ოპონენტები უხეშ შეფასებებს აკეთებენ და დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება მიხედვა სჭირდება - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ვოლსკი, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას. 

მისი თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა და უზენაეს სასამართლოსი მოსამართლეთა შერჩევისა წესი და კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება. ვიცე-სპიკერის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონის მიღებამდე აუცილებლად დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.

Image result for გია ვოლსკი„ძალიან უხეში შეფასებები კეთდება ჩვენი ოპონენტების მიერ და ძალიან დიდი დეზინფორმაცია მოდის საზოგადოებაში. ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს და ვფიქრობ დღევანდელი კომიტეტი ამას კარგ სამსახურს გაუწევს. კომიტეტი რეგლამენტის მიხედვით დღეს იმართება, პარასკევს იქნება მეორედ მოსმენა და ამ პერიოდში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნები. რასაკვირველია ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო ეს სამუშაო პროცესია. რეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი და არ უნდა გამოდიოდეს იმ ფორმატიდან, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი შეფასებები და სამართლებრივი რეგულაციები,“- განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები