26 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, დანა, კასტეტი, ელექტროშოკი, ალკოჰოლი... - სკოლებიდან სექტემბრიდან დღემდე 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს  

ცეცხლსასროლი იარაღი, დანა, ბანქო, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, კასტეტი, ელექტროშოკი - მანდატურის სამსახურმა საქართველოს სკოლებიდან სექტემბრიდან დღემდე ჯამში 853 აკრძალული ნივთი ამოიღო. ირკვევა, რომ სკოლაში მოსწავლეებს შეაქვთ ალკოჰოლიც. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში ალკოჰოლის შეტანის 21 ფაქტი დაფიქსირდა.  

სკოლებში აკრძალული ნივთების გარდა, მოსწავლეებს შემოწმებისას ნარკოტიკიც აღმოუჩინეს. ასეთი სულ 20 ფაქტი დაფიქსირდა, 33 შემთხვევაში კი სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები ჰქონდათ.

853 აკრძალული ნივთი საქართველოს 485 სკოლიდან ამოიღეს.  მანდატურები დღეს მოსწავლეებს არ ჩხრეკენ. მიღებული საეჭვო ინფორმაციის შემდეგ, მანდატური მოსწავლეს მეტალოდეტექტორით ამოწმებს და ამ პროცესს სკოლის დირექციის წარმომადგენელიც ესწრება.

51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, ვითარება სკოლებში ბევრად უფრო საგანგაშოა. დირექტორები ხშირად საეჭვო გარემოებებს მალავენ, რადგან სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა პირველ რიგში მათი პასუხისმგებლობაა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები