04 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
„ამ პროცესების პოლიტიზირება არ ივარგებს" - წულუკიანი ციხის მშენებლობაზე მოქალაქეების პროტესტს ეხმაურება 

რუსთავში, ჭყონდიდის დასახლების მცხოვრებლების პროტესტს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ კარვების აქცია მოაწყვეს. 

პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც იუსტიციის მინისტრისგან მოისმინეს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ციხე მაინც აშენდება.

თეა წულუკიანი კი მიმდინარე პროცესების პოლიტიზებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი დიალოგზე არ მოდის. მინისტრი ამბობს, რომ უწყების კარი კონსულტაციებისთვის მზადაა.

„ამ პროცესების პოლიტიზირება არ ივარგებს იმიტომ, რომ საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, პენიტენციური სამსახურის გაძლიერებას. ინფრასტრუქტურული განვითარება თუ არ იქნა, სისტემაში ჩვენ ვერ შევებრძოლებით დანაშაულს ეფექტიანად. დასანანია, რომ დიალოგის რეჟიმს ზოგიერთი ადამიანი არ ემხრობა და კარვის გაშლის მეთოდს მიმართავს. კონსულტაციებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები