04 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას "ომეგა ჯგუფის" აქტივების გაყიდვა აუკრძალა - საერთაშორისო მედია თემაზე ვრცელ სტატიებს წერს

"ომეგა ჯგუფისა" და ბიზნესრეკეტის ხმაურიანი საქმე საერთაშორისო გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა. ""გლობალ არბითრეიშენ რევიუ"" და "ინთერნეიშენალ არბითრეიშენ რევიუ" სტატიებში დეტალურად წერენ, როგორ აუკრძალა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ ხელისუფლებას კომპანიის აქტივების გაყიდვა. გამოცემები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ზაზა ოქუაშვილი მთავრობას ზეწოლაში, დაშინებასა და მისი აქტივების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებდა. სკანდალური აუდიოჩანაწერი კი ლევან ყიფიანთან წარმოდგენილია, როგორც ამ ზეწოლის ერთ-ერთი მტკიცებულება.
გავლენიანი გამოცემების სტატიაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების შესახებაც, რომელიც ფულის გათეთრებას უკავშირდება.

"ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ გამოძალვაში, მოსყიდვის მცდელობაში, კანონების არასამართლიან გამოყენებასა და თანამშრომლების დაშინებაში მისი აქტივების ხელში ჩაგდების მიზნით. ოქუაშვილმა გასული წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გააკეთა განცხადება, სადაც მან მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი - გამოძალვაში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში საჯაროდ დაადანაშაულა. გასაჯაროვდა ფარული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ყოფილ სპორტის მინისტრთან და სხვა პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებისთვის ოქუაშვილის მიერ ფულის გადახდის შესახებ იყო საუბარი,"- აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები