04 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა პორტუგალიაში - დაღუპულია 30 ადამიანი

კუნძულ მადეირაზე მომხდარ ავტოავარიას 30 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა. ტურისტების ავტობუსი  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავდა 27 ადამიანი. მათ შორის გიდი და მძღოლი, რომლებიც პორტუგალიელები არიან.

ავტობუსში  ძირითადად გერმანელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თვითმხილველთა განცხადებით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტობუსი გზიდან გადავარდა. ავარიას გადაურჩნენ ადგილობრივები. ტურისტული ავტობუსი პირდაპირ მათი სახლის სახურავთან გაჩერდა.

მომხდარის გამო მადეირაზე სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები