04 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
განგაში ოდესის აეროპორტში - სპეციალისტები ნაღმს ეძებენ

განგაში ოდესის აეროპორტში - საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ ელექტრონული წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აეროპორტის ტერიტორია დანაღმულია.

ადგილზე უსაფრთხოების სამსახურის და გამნაღმველების მობილიზაცია მოხდა. ძალოვანებმა ტერმინალებიდან მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს, თუმცა გასაფრენად მომზადებულ თვითმფრინავებში უკვე საათნახევარია მგზავრები რჩებიან, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

საათნახევარია, რაც ჩვენ თვითმფრინავში ვიმყოფებით. რამდენიმე თვითმფრინავი არის გაჩერებული დასაფრენ ბილიკზე. ხალხს ეუბნებიან, რომ რაღაც ტექნიკური შეფერხებაა. მე უბრალოდ გარედან მატყობინებენ, რომ დანაღმვის შესახებ შევიდა შეტყობინება. მოქალაქეებს საპატრულო პოლიცია აჩერებს, ამოწმებს მანქანებს და კრიმინალისტები მუშაობენ, ეძებენ ბომბს. თვითმფრინავიდან რასაც ვხედავ, ამ დროისთვის აეროპორტის ტერიტორიაზე არცერთი ადამიანი არ გადაადგილდება, უბრალოდ რამდენიმე ადამიანი არის სამხედრო ფორმაში. მგზავრებმა ამის შესახებ არ იციან. თვითმფრინავში ამბობენ, რომ რამდენიმე წუთში გაირკვევა და გაგაგებინებთ. მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა რაულ ქირიამ.

დღის ამბები