26 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
უბედური შემთხვევა ქუთაისში - მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ქუთაისში - ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

თვითმხილველების თქმით, 82 წლის ქალი შვილთან სტუმრად იმყოფებოდა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები