26 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება. ათასობით მორწმუნე დღესასწაულს ვატიკანსა და წმინდა მიწაზე აღნიშნავს.

აღდგომამდე ორი დღით ადრე რომში ტრადიციული პროცესია მოეწყო, რომლის დროსაც პილიგრიმები ჯვარს კოლიზეუმის გარშემო ატარებენ.

მსვლელობას, რომელიც ამჯერად ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებს და მიგრანტებს მიეძღვა, პაპი ფრანცისკე უძღვებოდა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ქადაგების დროს ხანშიშესული ადამიანების, ბავშვებისა და მიგრანტების უმწეო მდგომარეობის გამო, პოლიტიკოსები გააკრიტიკა.

კოლიზეუმის გარდა, ჯვრის ტარების პროცესია გაიმართა პარიზშიც. მსვლელობა საკრე-კიორის ბაზილიკის ნაცვლად, წელს ნოტრ-დამის გარშემო მოეწყო, რომლის ნაწილიც რამდენიმე დღის წინ მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა. პროცესიას პარიზის არქიეპისკოპოსი უძღვებოდა.

დღის ამბები