26 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
"ხეობაში პრაქტიკულად წყალს არ დატოვებს" - დავით ჭიპაშვილი პანკისში ჰესების აშენების საფრთხეებზე საუბრობს 

„მწვანე ალტერნატივას“ წევრი, დავით ჭიპაშვილი პანკისის ხეობაში ჰესების აშენებასა და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ხეობაში ჰესების აშენებას მოჰყვება. 

დავით ჭიპაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ძალისმიერი ღონისძიებების გატარებას, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში ვითარდება, ჰესის მშენებლობის გამო“ წარმოუდგენელს“ უწოდებს.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ჰესის მშენებლობის მიღმა ერთი ბიზნეს ჯგუფის ინტერესები დგას.

„ამ ხეობაში ორი ჰესი არის უკვე აშენებული. ადგილობრივებმა კარგად იციან, რა ზემოქმედება იქონია ამ ორმა ჰიდროელექტრო სადგურმა გარემოზე და ზოგადად, ბუნებაზე. კიდევ ორი ჰიდროელექტრო სადგურია დაგეგმილი, მატ შორის ერთ-ერთი არის „ხადორი სამი“, რომელიც ერთი შეხედვით მცირე, 5 მგ-ვატიანი,  მაგრამ დღემდე არავის არ წარმოუდგენია მოსახლეობისთვის იმის დასაბუთება, რომ პირველ რიგში ეს ჰესი არის სარგებლის მომტანი მოსახლეობისთვის, რომ მას არანაირი ზიანი არ ექნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ ჰიდროელექტროსადგური გამო, უნდა აშენდეს დედივაციური გვირაბი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ამ სოფლების სასმელი წლით მომარაგებას. გარდა იმისა, რომ ზოგადად, ხეობაში პრაქტიკულად წყალს არ დატოვებს და დამატებით ზემოქმედებას იქონიებს, ამ ხეობის თუნდაც ტურისტული პოტენციალის განვითარებას“ - აცხადებს დავით ჭიპაშვილი.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნზე მესამე ჰესის „ხადორ სამის“ მშენებლობა დღეს დაიწყო, თუმცა სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის გამო ამ დროისთვის შეჩერებულია. ჰესი სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება მოხდება „ხადორი ორისი“ გამყვანი არხიდან და მდინარის ალაზნის ნაწილი უნდა მოექცეს სპეციალურ მილებში. მოსახლეობა თვლის, რომ ეს ჰესი მათთვის საფრთხის შემცველია.

ამ დროისთვის პანკისის ხეობაში ვითარებას უკიდურესად დაძაბულია. მოსახლეობა სპეცრაზმის თანამშრომლებს დაუპირისპრდა. არაინ დაშავებულები, როგორც სპეცრაზმელების ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც. 

სპეცრაზმმა მოსახლეობის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოსახლეობამ სამართალდამცველებს ხელკეტები და ქვები დაუშინა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები