03 მაისი 2024,   01:18
ვრცლად
ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ის თანამშრომლებზე, აგებს პასუხს - გახარია

პანკისში განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, ჰესის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია მოსახლეობასთან საუბარს და მოლაპარაკებას გააგრძელებს. მინისტრის განცხადებით, ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, თუმცა ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დარჩება.

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს, მეორე - ასევე შევთანხმდებით, რომ  კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს, სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის, არ მიაღწევენ, ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარს გააგრძელებენ, მაგრამ აქ არის რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებს, თუმცა შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები