02 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, პანკისში განვითარებული პროცესებისას დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა მოინახულა.

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, კლინიკაში 13 პოლიციელი იმყოფება, რომელსაც სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

მისივე თქმით, 15 პოლიციელი კი პანკისიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ წუთებში გადმოჰყავთ.

რაც შეეხება პანკისელებს, მისი ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადგილობრივი. მათგან ახმეტის საავადმყოფოში მხოლოდ ორი მათგანი იმყოფება.

ყველა დაზარალებულს ზედაპირული ტრავმა აღენიშნება და სავარაუდოდ, კლინიკიდან გვიან ღამით გაწერენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები