26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
„ვისაუბრებთ, თუ რას გავაკეთებთ მომავალში“ - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლელა გულედანი დევნილებს შეხვდა

დევნილთა ასოციაცია „მშვიდობისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა გულედანმა დევნილებთან შეხვედრა გამართა და როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მათ საკუთარი  სამოქმედო გეგმა გააცნო.

ლელა გულედანი 10  წელზე მეტია დევნილთა უფლებების დაცვაზე მუშაობს. მათ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის მთავრობის საბჭოში  ლელა გულედანის კანდიდატურის მხარდასაჭერად მათ 2000-მდე ხელმოწერა შეიტანეს.  

„მე დიდი ხანია უკვე ამ თემებზე ვმუშაობ და სამომავლო გეგმები უნდა დავსახოთ, თუ ვის რა ხედვა გვაქვს ამ პრობლემებთან დაკავშირებით და როგორ ვითანამშრომლოთ ერთად, რათა დევნილთა პრობლემები მოვაგვაროთ. ვიცით, რომ აფხაზეთის მთავრობაში  მიდის ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ კანდიდატად, ანუ დევნილმა საზოგადოებამ წარადგინა ჩემი, ასე ვთქვათ, კანდიდატურა და ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა, ვისაუბრებთ, თუ რას გავაკეთებთ მომავალში, როდესაც ამ პოზიციაზე დავინიშნები,“- განაცხადა გულდენმა.

დღის ამბები