26 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
მუქარა სოციალური ქსელის მეშვეობით - ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს ორ თვიანი პატიმრობა შეეფარდა 

ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სვანაძეს მუქარაში ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ადანაშაულებს.

ნინო ჯღარკავას თქმით, ზაზა სვანაძე მის შვილს სოციალური ქსელის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარდა ამისა სვანაძეს პროკურატურა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეურაცხყოფას და მუქარასაც ედავება.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„სასამართლომ ასე, აბსოლუტურად ულოგიკოდ მიიღო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებიდან, რომელიც დაწერა ზაზა სვანაძემ „ფეისბუქ პოსტზე“, ამასთან დაკავშირებით მას ახლა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს არის სრული მარაზმი,“-აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები განხორციელებული მუქარის და ასევე საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურებისა. 

დღის ამბები