26 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა და მაღალი რეპუტაცია - პრეზიდენტის პოზიცია მოსამართლეების შერჩევის საკითხზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე ისაუბრა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოსამართლეების შერჩევისას მნიშვნელოვანია, საზოგადოების ნდობა და მაღალი რეპუტაცია არსებობდეს. ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც გამოეხმაურა.

„პირველ ეტაპზე, წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებამ, რომელიც მოსამართლების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა, დაძაბული სიტუაცია ვერ განმუხტა, ვერც სასამართლოს ნდობის მიმართ გაძლიერება მოახერხა,“ - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

დღის ამბები