04 მაისი 2024,   08:24
ვრცლად
"სასწრაფოდ არის დასასრულებელი ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე და მარნეულის მერობის კანდიდატი, აგილ მუსტაფაევი, მარნეულის სოფელ თაზაქენდსა და ულაშლოში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების მთავარ პრობლემას გაჭირვება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება და გაზრდილი კრიმინალი წარმოადგენს.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ამ პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა.

„უაღრესად მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ მარნეულში. მათ ისევე უჭირთ, როგორც დანარჩენ საქართველოში, ისევე არ არის ადეკვატური ჯანდაცვა, ისევე საყვედურებს ღებულობს ე.წ. ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისგან მარნეულში, რომ სკოლები არ არის ადეკვატური. სასწრაფოდ არის დასასრულებელი ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება, ჩვენ თუ გვინდა, რომ მარნეულში კი არა, საქართველოში საერთოდ მოსახლეობა დარჩეს და ახალგაზრდობა მთლიანად არ წავიდეს ემიგრაციაში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები