26 მაისი 2019,   18:23
ვრცლად
„ზოგადად, კანონი უნდა იყოს განუხრელად დაცული" - კობახიძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება 

პარლამენტის თავმჯდომარე პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც კანონი დაარღვია და უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციას თავს დაესხა და წინააღმდეგობა გაუწია. 

ირაკლი კობახიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია აუცილებელია და ვიდრე რაიმე პროექტის განხორციელება დაიწყება, მოქალაქეებს დეტალურად უნდა ეცნობოთ ამის შესახებ.

„ზოგადად, კანონი უნდა იყოს განუხრელად დაცული. ამავდროულად, რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია იმისათვის, რომ პრევენცია განხორციელდეს მომავალში ისეთი სურათის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ვესაუბროთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით. ვიდრე საქმე მივა ასეთი ტიპის გართულებამდე, საჭიროა, რა თქმა უნდა, ინტენსიური კომუნიკაცია და ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვის პოლიციის ახალი დანაყოფი შეიყვანა. ეს სავარაუდოდ გეგმიური როტაციაა.

დაცვის პოლიცია მდინარე ალაზნის სანაპიროზე იმ ტერიტორიას იცავს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა. სავარაუდოდ, ეს დანაყოფი იქ საგამოძიები მოქმედებების დასრულებამდე დარჩება

დღის ამბები