01 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა გაუქმდა - ბიბლიოთეკარები შიშობენ, რომ უმუშევრად დარჩებიან

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა გაუქმდა. ლიკვიდაციის შესახებ საკრებულოს დადგენილება უკვე ძალაში შევიდა. მთავარი ბიბლიოთეკა 36 ბიბლიოთეკას აერთიანებს.

ბიბლიოთეკარების უმრავლესობა კი შიშობს, რომ სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მათ ამ დრომდე არ აქვთ წერილობითი გარანტია სამსახურების შენარჩუნების შესახებ.

ბიბლიოთეკარები დავას სასამართლოში გეგმავენ. მანამდე კი შეხვედრას თბილისის მერთან ითხოვენ. 

„კახი კალაძესთან ვითხოვთ შეხვედრას და მოგვისმინონ. არ მინდა, რომ კახი კალაძის სახელი ან ხუნწარიას სახელი დარჩეს ბიბლიოთეკის ლიკვიდაციასთან. იურისტი აყვანილი გვყავს სასამართლო გადაწყვეტს პრეზიდენტის ბრძანებულობას როგორ აუქმებს საკრებულო,“-განაცხადა 35-ე ბიბლიოთეკის უფროსმა ნანა ლურსმანაშავილმა.

ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი კი პირობას დებს, რომ უმუშევარი არავინ დარჩება და 330 დასაქმებული საქმიანობას ახალ გაერთიანებაში გააგრძელებს. 

ზურაბ წერეთელი ამბობს, რომ მხოლოდ იურიდიული სტატუსი იცვლება და არცერთი თანამშრომლები უმუშევარი არ დარჩება.

„ეუბნებიან პირდაპირი რომ არ გიშვებო, საკრებულოზეც ითქვა და ახლა თუ მოიტყუებიან პირველი მე აღვუდგები,“-აცხადებს წერეთელი.

დღის ამბები