11 დეკემბერი 2019,   20:26
ვრცლად
გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის გიორგი ანდრიაძე იბრძოლებს - წარსულში პრეზიდენტობის კანდიდატს ახლა პარლამენტში მოხვედრა სურს.

ანდრიაძე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მათ შორისაა "თავისუფალი საქართველო", "პარტია თავისუფლება" და "ჰელსინკის ჯგუფი".

მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორ-პოლუსიანობის დასრულებაა.

„ყველა ობიექტური გამოკითხვით, ცესკო-ს მონაცემებითაც, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არჩევნებში მონაწილეობას იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ოცნების ორივე პარტიის ერთად მხარდამჭერი მხოლოდ 30%. დანარჩენი 60-65% აბსოლუტურად ნიჰილისტურად არის განწყობილი ქართული პოლიტიკისადმი. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ იმ მიწერილ მკვდარ სულებს, რომელსაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“  ისევე ოცნება იყენებდა თავის წინასაარჩევნოდ და თუ ჩვენ მათი ეს ბერკეტი აღვკვეთეთ, მაშინ ფაქტობრივად გამარჯვება ჩვენს მხარეს არის,“ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

დღის ამბები