26 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლეოსბას მოსამართლეთა გამწესების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას სთხოვს

პარლამენტი ბოლო პერიოდის ყველაზე სადაო კანონპროექტზე მსჯელობას მესამე მოსმენით იწყებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ისაუბრებენ.

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებით მმართველ გუნდს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცება სურს და კანონპროექტის მეორე მოსმენით დაბრუნებას ითხოვს.

„უმჯობესია დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე, ან ჩვენი კანონპროექტი გაიზიაროს პარლამენტმა, სადაც ასახულია ყველა რეკომენდაცია. იმიტომ რომ, ყველა თუ გავაბრაზეთ, ვისთვის ვაკეთებთ ამ ცვლილებებს, იმისთვის, რომ მარტო ჩინჩალაძის ჯგუფი იყოს ბედნიერი?“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი არის სერიოზული ხარვეზებით, რადგან არ არის გათვალისწინებული არც დასაბუთებისა და არც ღია კენჭისყრის ნაწილი.

„რაც მთავარია, ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ეხება რომ შემდგომმა პარლამენტმა დააკომპლექტოს ნახევარი მაინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, გვთავაზობენ მურუსიძის სასამართლოს, რომელიც პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით არის,“-აცხადებს ოთარ კახიძე.  

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე ვერ დაბრუნდება და ეს თავადაც კარგად იციან.

„იყო ერთი საკითხი რაზეც თანხმობა არ განვაცხადეთ, იქიდან გამომდინარე ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხს სხვაგვარად განიხილავდა რამდენიმე წლის წინ. როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონი, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არ არის პრაქტიკული და რეალური საკითხი და გამომდინარეობს იქიდან რაზეც ვისაუბრეთ, რამენაირად მოიპოვონ გავლენები,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე კანონმდებლები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დღის ამბები