03 მაისი 2024,   16:42
ვრცლად
ქურდობა ბათუმში - დამნაშავეებმა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილურების მაღაზია გაქურდეს

ქურდობა ბათუმში - ღამით ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილურების მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეებმა მაღაზიიდან 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს.

მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, ქურდობის ფაქტი ახლომდებარე სამმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მისი განმარტებით, დამნაშავეები არასრულწლოვანები არიან.

„ჩემთან ზარი შემოვიდია მეზობლისგან, თვითმხილველისგან. 7 იყო საათი რომ მოვედი მაღაზიასთან. უკვე გატეხილი, გაძარცვული და განადგურებული დამხვდა აქაურობა. სამართალდამცავებს ვაცნობეთ. იყვნენ მოსულები, აღწერეს, დაახლოებით 20 000 ლარის საქონელია, მობილურები წაღებული. თანხა არ არის გატანილი, მხოლოდ მობილურები, “- განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ ფატმან თურმანიძემ.

დღის ამბები