04 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
კეთილი ინებოს მთავრობამ და მოაგვაროს ეს პრობლემა - ოპოზიცია დავით გარეჯში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება

დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვის გამო ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ ვიდრე სადაო საკითხი გადაჭრილი არ არის, მეზობელმა სახელმწიფომ მომლოცველებს, სასულიერო პირებს ან ტურისტებს არ უნდა აუკრძალონ ამ ტერიტორიაზე გადააგილება.

„მაშინ, როდესაც არ არის ჯერ კიდევ განსაზღვრული სადაო საკითხები, არავის აქვს უფლება რაიმე ფორმით შეზღუდოს ვინმეს გადაადგილება, ეს იქნება სასულიერო პირი, ჩვენი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამაზე უნდა ზრუნავდეს მთავრობა, რატომ მოხდა მაინცდამაინც ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა?-ხომ არ არის რაიმე სიგნალი, პროვოკაცია, ან მინიშნება საქართველოს ხელისუფლებისადმი, კეთილი ინებოს მთავრობამ და მოაგვაროს ეს პრობლემა,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მეგობარ ქვეყნებს შორის მსგავს ინციდენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პოლიტიკოსი მოუწოდებს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან კომუნიკაციით გადაჭრან საკითხი.

„ხელისუფლების პასუხიმგებლობაა, რომ აზერბაიჯანი არის მეგობრული ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი და ასეთი იმციდენტები არ უნდა ხდებოდეს პარტნიორებს შორის და ამისთვის საჭირო არის ერთის მხრივ მაღალ დონეზე, ასევე სამუშაო დონეზე კომუნიკაცია,"-აცხადებს გიგა ბოკერია.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე სამი დღეა, ტაძარში არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ.

ბოლო რამდენიმე საათია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. ისინი აზერბაიჯანის მხრიდან, დავით გარეჯთან მიწას თხრიან. 

ადგილზე, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული ჯარის მეთაური იყო მოსული. ის ქართველ მესაზღვრეებს ესაუბრა, თუმცა მან ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები