01 მაისი 2024,   01:52
ვრცლად
ხანძარი გუდამაყრის ხეობაში - რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ტერიტორიაზე ფეხით უწევთ მისვლა

გუდამაყრის ხეობაში ისევ ხანძარია. როგორც „რუსთავი 2-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბალახს და ჯუჯა მცენარეებს უკიდია.

როგორც ცნობილი ხდება, ცეცხლი 5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. 

ადგილზე სპეციალური ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრეებს ფეხით უწევთ ტერიტორიაზე გადაადგილება.

ხანძრის ჩაქრობას, დაახლოებით, 20-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები