02 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა - პანკისის ხეობა სპეცრაზმის შესვლის შემდეგ, ინტერნეტტროლების და ბოტების სამიზნე გახდა

პანკისის ხეობა სპეცოპერაციის შემდეგ ინტერნეტტროლების და ბოტების სამიზნე ხდება. შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომელიც ქისტებით დასახლებულ ხეობაში შუღლის გაღვივებას ემსახურება, ინტერნეტსივრცეში ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა სოფელ ძიბახევში, დაპირისპირებამ ადგილობრივებსა და სპეცრაზმელებს შორის პიკს მიაღწია.

„მედიის განვითარების ფონდმა“ მმართველი პარტიის სასარგებლოდ მომუშავე 15 ტროლი გამოავლინა. ყალბი ანგარიშებით ტროლები პანკისის მოვლენების დრო ხელისუფლების პოზიციებს სხვადასხვა გვერდებზე აქტიურად იცავდნენ

ისინი, ვინც პანკისის მოვლენების დროს ხელისუფლების გამართლებას ცდილობდა და ადგილობრივ მოსახლეობას თავს ესხმოდა, რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ. „ქართული ოცნების“ მცველი ირინა მოსეშვილი რეალურად რუსი მომღერალი ტატიანა ბოგაჩევაა. ქეთი ჯაფარიძე კი აფხაზი მოდელი ამინა კაპში

შუღლის გაღვივება პანკისის დაპირისპირების ფონზე, ტროლების და ბოტების ერთ-ერთი მიზანი იყო. კიდევ ერთი ტროლი დანიელ კაკაბაძეა, ის ეთნიკურ შუღლს აღვივებდა და პანკისის ხეობის მოსახლეობას ჩეჩნეთში გადასახლებას ითხოვდა. „მედიის განვითარების ფონდმა“ დაადგინა, რომ ეს ადამიანიც ყალბია. საარჩევნო სიაში ასეთი ადამიანი ვერც „კურიერმა“ იპოვა. გვერდი სოციალური ქსელში, რომელიც დაპირისპირებას კაკაბაძის სახელით აღვივებს, იწონებს ჯერ საინფორმაციოს გვერდებს, შემდეგ ივანიშვილის, ღარიბაშვილის, სოზარ სუბარის და ქართული ოცნების გვერდებს. ყველაზე ხშირად ის „საქართველოს და მსოფლიოს“ და ამ გამოცემის ავტორის, ბაკურ სვანიძის პოსტებს აზიარებს.

„მედიის განვითარების ფონდში“ ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ტრადიციულად ყალბი აზრის შექმნას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ასეთი გზებით ცდილობს.

მოსამართლეების შესახებ კანონპროექტი, „თიბისი ბანკის“ საქმე და არჩევნების მეორე ტური - ამ ხმაურიანი მოვლენების დროს ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ყველა საზოგადოებისთვის ცნობილი სახე თუ პოლიტიკოსი ყალბი ანგარიშებიდან სახელისუფლებო ტროლების თავდასხმის ობიექტები იყვნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები