04 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
პრობლემა არსებობს და მას მოგვარება სჭირდება - იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეფერხებაზე 

პრობლემა არსებობს და მას მოგვარება სჭირდება - უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეფერხების შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს სამუშაო აქვს.

პირველი ქმედითი ნაბიჯი კი რაც იგეგმება, ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებით პრობაციონერებისთვის რეგულაციების დაწესება იქნება.

„გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს, შესაბამისად აუცილებელია ამასთან დაკავშირებით რეაგირება და მე შემიძლია გესაუბროთ იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რომელზეც ამ მიმართულებით შეიძლება ჩვენი სამინისტრო მუშაობდეს. ამ თვალსაზრისით მზადდება გარკვეული ინიციატივები. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ პრობაციონერების მოგზაურობასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების გაჩენის თაობაზე ინიციატივა,“-აცხადებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები