04 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
ხანძარი გუდამაყრის ხეობაში - სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

გუდამაყრის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული.

რთული რელიეფური პირობების გამო კი ხანძრის ადგილზე სახანძრო მანქანებით მისვლა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ცეცხლი ბალახს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

დღის ამბები