03 მაისი 2024,   16:06
ვრცლად
მერია გვთავაზობს, ჩვენი კუთვნილი შენობა იჯარით ავიღოთ - ქუთაისის ერთ-ერთი კაფის მეპატრონეები მერიას საკუთრების წართმევაში ადანაშაულებენ

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე „სავანეს“ მეპატრონეები აქციას მართავენ. მათი თქმით, კაფის შენობას,რომელიც მათი საკუთრებაა მერია ართმევს.

როგორც მეპატრონეები ამბობენ, 2012 წელს მერიამ ცენტრალური ბაღი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, თუმცა კაფის შენობა რეგისტრაციისას არ მიუთითებია.  ეს მაშინ, როცა მეპატრონეების განმარტებით, ბაღში კაფე ბოლო 23 წელია მდებარეობს.

მათი განცხადებით, მერია სთავაზობს კაფის შენობის მეპატრონეებს, მათივე კუთვნილი  შენობა იჯარით აიღოს.

მეპატრონეების განმარტებით, მერიის წინააღმდეგ შენობაზე დავა ბოლო ორი წელია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის საქმე სააპელაციო სასამართლოშია განხილვაზე.

დღის ამბები