04 მაისი 2024,   18:36
ვრცლად
დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით - უკრაინიდან ჩამოყვანილი 10 ბავშვიდან ორი კლინიკაში რჩება

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 2 საავადმყოფოში რჩება, ქალი კი რომელიც ამბობდა, რომ ათივე ბავშვის დედაა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია.

საქმე ეხება გასულ კვირას ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა , ერთ-ერთი კორპუსის ბინიდან 10 მცირეწლოვანი საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გადაიყვანა.

უკრაინის მოქალაქე ქალი, იულია სუსლიაკი კი, რომელიც საქართველოში, ათ მცირეწლოვანთან ერთად რუსეთიდან შემოვიდა ამტკიცებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ეჭვი,რომ ქალი სავარაუდოდ ბავშვებს გაყიდვას უპირებდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუჩნდათ, პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი დადგინდა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს იყვნენ დაბადებული.

უკრაინის მოქალაქე ქალი გვიან ღამით დააკავეს. ის თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 10 ბავშვიდან 8 სოციალური დაცვის სამსახურმა თბილისში გადაიყვანა. ორი კი საავადმყოფოში რჩება.  სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის განმარტებით, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

„მკურნალობას აგრძელებს ორი ბავშვი - შვიდი თვის და ერთი წლის. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, დინამიკა სტაბილურია და ალბათ, რამდნიმე დღეში დატოვებენ კლინიკას.

სავარაუდოდ ეს უკავშირდება კვებას, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ ეს დამოკიდებულია ლაბორატორიულ კვლევებზე,“-ამბობს ექიმი.

დღის ამბები