01 მაისი 2024,   03:19
ვრცლად
ტრაგედია ლუგანსკში - მაღაროში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ლუგანსკში, მაღაროში მომხდარ აფეთქებას  4 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ იურიევიკასთან ახლოს მდებარე ქვანახშირის მომპოვებელ ობიექტზე მოხდა.

ცნობილია, რომ 300 მეტრის სიღრმეზე კიდევ 13 მაღაროელი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია. სამაშველო ჯგუფები ახლა სწორედ მათ ადგილსამყოფელთან მიღწევას ცდილობენ.

 მაშველები ლუგანსკში რუსეთიდან ჩაიყვანეს. მაღარო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა 2014 წელს კონფლიქტის გამო დაიხურა  და ერთი წელია რაც ისევ ამუშავდა.

დღის ამბები