04 მაისი 2024,   05:44
ვრცლად
presa.ge ე.წ. ზონდერების, მაყურებლებისა და საჯარო მოხელეების სიას აქვეყნებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან

presa.ge ე.წ. ზონდერების, მაყურებლებისა და საჯარო მოხელეების სიას აქვეყნებს, რომლებიც, გამოცემის მტკიცებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე მასშტაბური გაყალბებისთვის ემზადებიან.

ინტერნეტგამოცემის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დასახელებული პირები დაშინებით, მუქარითა და მოსყიდვით ცდილობენ ამომრჩევლის იძულებას, რომ ხმა ქართული ოცნების კანდიდატს მისცენ.

გიორგი კაპანაძის თქმით, ამ საქმეში საჯარო მოხელეები და კრიმინალებიც არიან ჩართული და სია სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლების რეკომენდაციით შედგა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, presa.ge-ის დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ ია კერზაიას მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა ზუგდიდიში ისევ განმეორდეს.

დღის ამბები