04 მაისი 2024,   08:26
ვრცლად
"კურიერმა" ქობულეთის საავადმყოფოში ემბრიონის პოვნის დეტალები გაარკვია

კურიერმა ქობულეთის საავადმყოფოში ემბრიონის პოვნის დეტალები გაარკვია. 

კურიერის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში პომიდვრის ინტოქსიკაციის ჩივილით მივიდა, ცოტა ხანში ტუალეტში შესვლა ითხოვა, გამოსვლის შემდეგ კი განუცხადა, რომ ის უკვე კარგად იყო და საავადმყოფო დატოვა.  

ქალის წასვლიდან ცოტა ხანში საავადმყოფოში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. მილის გაწმენდისას კი მკვდარი ემბრიონი იპოვეს. 

ექიმები ეჭვობენ, რომ ქალს ნაყოფის მოსაშორებელი აბები ჰქონდა დალეული და ეს ინფორმაცია საავადმყოფოში დამალა.  

მომხდარის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის საავადმყოფოში საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას  გულისხმობს.

დღის ამბები