04 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
ხმაური დავით გარეჯში - ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტიცისტებმა ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს

ხმაური დავით გარეჯში - ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისიდან და საგარეჯოდან ჩასულმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთ ტაძართან, ჩიჩხატურთან, მისვლა გადაწყვიტეს.

აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს არც ქართველმა და არც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.

ტერიტორიაზე გადაადგილების და გადაღების საშუალება არც რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს მიეცა.

საქართველოს მოქალაქეებს სურდათ ტაძარში შესვლა, თუმცა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ტაძართან ასვლის საშუალება არ მისცეს. თუმცა, რამდენიმე მათგანმა ასვლა მოახერხა, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დახვდნენ. მათ ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რატომ კონტროლდება ასე ტერიტორია მესაზღვრეების მიერ, რადგან გეოგრაფიულ რუკაზე ჩიჩხიტურის სამონასტრო კომპლექსი შედის საქართველოს იურისდიქციაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ესკალაცია არ მოხდეს სიტუაციის, გვთხოვეს მესაზღვრეებმა, რომ დაგვეცვა გარკვეული ტერიტორიის გადაუკვეთებლობა და ვითვალისწინებთ ამ პოზიციას. ჩვენი მიზანია, რომ უბრალოდ სახელმწიფო იყოს უფრო ფხიზლად არა დაიძაბოს სიტუაცია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჩიჩხიტურთან იკრიბებიან სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები და თათბირი მიმდინარეობს.

თბილისიდან და საგარეჯოდან სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში იკრიბებიან და შექმნილი სიტუაციის გაპროტესტებას გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები