04 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
კვიპროსში სერიული მკვლელის მსხვერპლ ადამიანებს გლოვობენ

კვიპროსში სერიული მკვლელის მსხვერპლ ადამიანებს გლოვობენ. ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ასობით ადამიანი შეიკრიბა და სანთლები დაანთო.

35 წლის ეჭვმიტანილი უკვე ერთი კვირაა, დაკავებულია.

გამოძიების ცნობით, არმიის ოფიცერმა 7 უცხოელი ქალის, მათ შორის, ერთი ბავშვის, მოკვლა აღიარა.

სამართალდამცველებმა ამ დროისთვის სამი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ორი, სავარაუდოდ, ფილიპინელია, რომლებიც 2018 წლის ზაფხულში გაუჩინარდნენ.

მოსახლეობა კვიპროსის ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს და იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

დღის ამბები