03 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
პუტინი, ზელენსკისთან შეხვედრის შემთხვევაში, დონბასში კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, დონბასში კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავს.   

განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკრაინის ყველა მოქალაქეს მისცეს. 

უკრაინის ახლადარჩეულ ლიდერთან შეხვედრის შემთხვევაში კი ის ვლადიმერ ზელენსკისთან უპირველესად დონბასში კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

 

დღის ამბები