04 მაისი 2024,   03:39
ვრცლად
ფეხბურთის ეროვნული ლიგის თამაშების ტრანსლირებას, სავარაუდოდ, რუსული კომპანია განახორციელებს

ფეხბურთის ეროვნული ლიგის თამაშების ტრანსლირებას, ქართული კომპანიის ნაცვლად, სავარაუდოდ, რუსული კომპანია განახორციელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიაში რეგისტრირებული ინსტან სპორტის უკან რუსული ჯგუფი დგას.

ქართულ კომპანია GFM სტუდიაში კურიერს განუცხადეს, რომ მათ ხელშეკრულების ვადა დაუსრულდათ ელოდებოდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდებოდა. ისინი ფეხბურთის მატჩებს ორი წლის განმავლობაში გადასცემდნენ. ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა სხვა კომპანიასთან დაეწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტან სპორტი ირლანდიაშია რეგისტრირებული, მისი დამფუძნებლები რუსები არიან და კომპანია ძირითადად რუსეთში ოპერირებს.

ფეხბურთის ფედერაციაში განმარტავენ, რომ კომპანიის რუსულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არა აქვთ. მათი თქმით, ინსტან სპორტს ბევრად უკეთესი შეთავაზება ჰქონდა და შესაბამისად, ფედერაციამ მიიჩნია, რომ ამ კომპანიასთან 6-თვიანი ხელშეკრულების გაფორმება უფრო მომგებიანი იქნებოდა.

ირკვევა ისიც, რომ ძალოსნობის ფედერაცია უკვე თანამშრომლობს რუსულ კომპანიასთან, რომელიც თამაშების ტრანსლირებას ახორციელებს.

დღის ამბები